შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა შეხვედრა გამართა ქ. ბერნის მერთან

2 ივნისს შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა ირაკლი ხუცურაულმა შეხვედრა გამართა ქ. ბერნის მერთან ალეკ ფონ გრაფენრიდთან.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-შვეიცარიის ორმხრივ ურთიერთობებს,  კერძოდ ხაზი გაესვა, რომ წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთოებების 102 წლისთავი აღინიშნება.
 
ამ მიზნით, ბერნისა და თბილისის  მეგობრობის  აღსანიშნავად, ქალაქ ბერნის მერიის შენობის თავზე ივნისის თვეში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართება, რაც არსებული პრაქტიკით იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს. 


შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა, ქ. ბერნში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მაშინდელი საელჩოს შენობაზე მემორიალური დაფის განთავსების შესაძლებლობა.  


შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კოვიდ-პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების, მიღწეული შედეგების და ორივე ქვეყანაში ამჟამად არსებული  მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა ამ მიმართულებით საქართველოს წარმატება და ქვეყნის მზაობა ე.წ. უსაფრთხო დერეფნების პრინციპით და ჯანდაცვის რეკომენდაციებით უმასპინძლოს საერთაშორისო ვიზიტორებს.