სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა დავით ზალკალიანს სომეხი კოლეგის მისალოცი წერილი გადასცა

28.06.2018 ქ. თბილისი - ​2018 წლის 28 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რუბენ სადოიანთან. 

სომხეთის მხარემ დავით ზალკალიანს გადასცა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოლოცვის წერილი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოს ახალი მთავრობა კვლავ გააგრძელებს სომხეთთან პოზიტიურ ურთიერთობებსა და კეთილმეზობლურ თანამშრომლობას.  რუბენ სადოიანმა წარმატება უსურვა დავით ზალკალიანს მინისტრის თანამდებობაზე საქმიანობაში და დაადასტურა სომხეთის მხარის მზადყოფნა განაგრძოს აქტიური თანამშრომლობა.