სომხეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

25.06.2018 სომხეთი -საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ერევნის კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის ცენტრში გაიმართა  ქართველი პიანისტის ნინო ბაქრაძის კონცერტი.

კონცერტი  საქართველოს საელჩოსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით, მომავალში კვალვ იგეგმება მსგავსი კულტურული ღონისძიებები: “წელს საქართველოსა და სომხეთის  პირველი რესპუბლიკების 100 წლის იუბილე აღინიშნება, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ისეთი ღონისძიებების ორგანიზება, რომელებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობას გააერთიანებს”-განაცხდა ელჩმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი  ლილით მაკუნცი, პრემიერ მინისტრის მრჩეველი  არსენ ხარატიანი, ასევე სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.