თბილისში ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელები“ კონცერტი გაიმართა

30.06.2018. ქ.თბილისი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რუსთაველის თეატრში, აშშ-ში მოქმედი ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლის „იბერიელები“ კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საიუბილეო თარიღის მნიშვნელობაზე და ისაუბრა საზღვარგარეთ მოქმედი ფოლკლორული ანსამბლების უმნიშვნელოვანეს როლზე, რომელსაც ისინი  ასრულებენ ქართული კულტურის  პოპულარიზაციაში. ზვიად გონაძემ ასევე აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ანსამბლ „იბერილებს“ და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.