თეიმურაზ ჯანჯალია გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.

შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი და ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლასა და „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ შემდგომ რაუნდზე.