უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე მორიგი ონლაინ კონსულტაცია გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის კორონავირუსთან დაკავშირებით ონლაინ კონსულტაციები გრძელდება. 

ამ მიზნით 2020 წლის 4 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდა ფსიქოლოგის, პროფესორ თეა გოგოტიშვილის პირდაპირი ჩართვა, რომელმაც 1 საათის განმავლობაში ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის სტაბილურობისა და სტრესთან გამკლავების საკითხებზე კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვების პირობებში და უპასუხა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს.

როგორც მოგეხსენებათ, თეა გოგოტიშვილი არის ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი, ევროპაში სერტიფიცირებული ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ეროვნული ასოციაციის სასწავლო სტანდარტების და პროფესიოული კომპეტენციების კომიტეტის თავჯდომარე, ევროპის გეშტალტ ინსტიტუტის EGI (ვარშავა, პოლონეთი) ტრენერი. 

საკორიდნაციო საბჭოს მითითებით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით დღემდე გაიმართა 9 ონლაინ კონსულტაცია კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ონლაინ კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება.