უკრაინაში საქართველოს ელჩი პოლტავის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

3.02.2020 უკრაინა - საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე სამუშაო ვიზიტით ეწვია პოლტავის ოლქს, სადაც შეხვედრა გამართა პოლტავის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, ოლეგ სინეგუბოვთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გუბერნატორის პირველი მოადგილე დმიტრო ლუნინი და მოადგილე კატერინა რიჟეჩენკო.

შეხვედრის დროს საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ ყურადღებას უთმობს თანამშრომლობას უკრაინის ოლქებთან.
აღინიშნა, რომ პოლტავის ოლქი მჭიდროდ თანამშრომლობს შიდა ქართლის რეგიონთან. 
აღსანიშნავია, რომ პოლტავა და ბორჯომი დაძმობილებული მუნიციპალიტეტები არიან. 
საუბრისას, დადებითი შეფასება მიეცა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ასევე, დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და მათი განხორციელების პერსპექტივები.