უკრაინაში საქართველოს ელჩი ქ. მირგოროდის მერს შეხვდა

5.02.2020 უკრაინა - პოლტავის ოლქში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ეწვია ქ. მირგოროდს, სადაც შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან სერგეი სოლომახასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ქ. მირგოროდისა და მასთან დაძმობილებულ ქ. მცხეთას შორის არსებულ ურთიერთობებზე, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს.
საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკის, კულტურის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას.
ელჩმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ქ. მირგოროდს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოსთვის, რადგან ამ ქალაქში განისვენებს უდიდესი ქართველი პოეტი, დავით გურამიშვილი.
აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის ქ. მირგოროდთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების განვითარებისათვის და გაღრმავებისათვის.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ელჩმა და საელჩოს თანამშრომლებმა პატივი მიაგეს დავით გურამიშვილის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს პოეტის მემორიალი და საფლავი.