უკრაინაში საქართველოს ელჩი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

6.03.2020 უკრაინა - საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა ქართველ სტუდენტებთან.

შეხვედრისას, ელჩმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის სფეროებზე, საქართველოს გეოპოლიტიკაზე და გამოწვევებზე.
ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.