უმთავრესი გეგმა 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებაა, ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს - ზალკალიანი

2020 წლის 21 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების მუშაობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ზალკალიანის განცხადებით,  ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით, უმთავრესი გეგმა 2024 წლისათვის ევროკავშირში წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებაა. ეს პროცესი, ასევე ითვალისწინებს საქართველოზე ევროკავშირის ოთხი თავისუფლების თანდათანობით გავრცელებას, რაც საქართველოს და ევროკავშირს ერთ სამართლებრივ და ეკონომიკურ სივრცეში აქცევს და საფუძველს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, განსაკუთრებით აქტუალური იქნება ევროკავშირში ფიზიკური ინტეგრაციისა და ევროპის ერთიან ბაზარში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობის გაგრძელება.   
 
გამოსვლისას ხაზი გაესვა პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, რომლის დროსაც  შეხვედრები გაიმართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისრებთან, ასევე შედგა პრემიერ-მინისტრის ტელე-ვიდეო კონფერენციები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან; ევროკომისიის პრეზიდენტთან; ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში; სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან. მინისტრის თქმით, აღნიშნულ შეხვედრებზე საქართველოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ფიზიკურ ინტეგრაციას, რომელიც ევროკავშირთან დაკავშირებულობის (connectivity) გაზრდას გულისხმობს, რაც, თავის მხრივ, შექმნის პირობებს, რომ სრულად იქნას ათვისებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გახსნილი შესაძლებლობები.
 
ზალკალიანმა ხაზი გაუსვლა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომლის ლიდერი ქყვეყანა სწორედ ასპირანტი საქართველოა. მისი თქმით, პროექტი საგრძნობლად ამცირებს მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის და მომავლაში მნიშვნელოვანი იქნება „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალი შესაძლებლობების გამონახვა და თანამშრომლობის შემდგომი განვითარება.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დიფერენცირებული მიდგომის მნიშვნელობაზე, ვინაიდან აშკარაა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნები ამას თავად აღიარებენ, რომ მიზნები განსხვავებულია და არიან ქვეყნები, რომლებმაც მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს მიაღწიეს და არიან ქვეყნები, რომლებსაც სხვა მიზანი აქვთ.
 
„მე როდესაც ვაჩვენებ პროგრესს, ხელშესახებ შედგეს, მინდა შემხვედრი ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მუმივად ამაზე ვსაუბრობ და ეს კვლავ გაგრძელდება. რადგანაც თუკი შემხვედრი ნაბიჯები არ იქნა, ეს საზოგადოებაში იმედგაცრუებას იწვევს. ჩვენ გვინდა კონკრეტული შედეგები, რომელიც უნდა აისახოს საქართველოს ევროპული ასპირაციის მიმართულებით“ - განაცხადა ზალკალიანმა.

ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით, მინისტრის თქმით, პანდემიის მიუხედავად მაქსიმალურად მოხერხდა ინტეგრაციული პროცესების ინტენსივობის შენარჩუნება.

„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა ძალიან დიდი მიღწევაა, როდესაც უკვე ორი წელია საქართველოს და უკრაინას ნატო-ს მინისტერიალი ცალკე ფორმატში იწვევს. ამისთვის ჩვენ ძალიან დიდი ხანი ვიბრძოდით, ვიბროძიდ იმისთვის, რომ აღნიშნული განზომილება ნატო-ს მიმართულებით გაჩენილიყო“ - განახადა ზალკალიანმა.
 
უწყების ხელმძრვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს გამართულ მინისტერიალებზე ხელშესახები შედეგები  იქნა მიღებული.
 
„აპრილის მინისტერიალი არ იყო გათვალისწინებული პარტნიორი ქვეყნებისთვვის, თუმცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა, პირადად დამიკავშორდა და სატელეფონო საუბრისას მთხოვა გადამეცა ის პრიორიტეტული მიართულებები, რისი დანახვაც გვსურდა ნატო-ს მინისტერიალის გადაწყვეტილებებში“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
 
კერძოდ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის ახალი ზომების თაობაზე. აღნიშნულ ზომებში შედის -  საქართველოსა და უკრაინის უფრო მეტად ჩართვა შავ ზღვაზე დაგეგმილ ნატო-სა და წევრი-ქვეყნების სწავლებებსა და წვრთნებში; ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავება; საქართველოს ჩართვა შავი ზღვის რეგიონის საჰაერო სივრცის მონაცემთა გაცვლის რეგიონალურ პროგრამაში; უკრაინის უფრო მეტად ჩართვა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრსა (JTEC) და საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) დაგეგმილ ღონისძიებებში.
 
ასევე აღინიშნა დეკემბერს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი, რომლის  ფარგლებშის ალიანსის წევრებმა დაამტკიცეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განახლებული დოკუმენტი, რომლის შედეგადაც პაკეტი უფრო ამბიციური გახდა და ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გახსნა.
 
გამოსვლისას ხაზი გაესვა ალიანსის  ახალი სტრატეგიის, ნატო-2030-ს დამტკიცებას, რომელიც განსაზღვრავს ნატო-ს განვითრების პრიორიტეტულ მიმართულებებს მომავალი 10 წლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტში   უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილები აისახა, რომ ღია კარის პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ბუქარესტის გადაწყვეტილების განხორცილების მიმართულებით. ასევე დოკუმენტში ადეკვატურად იქნა შეფასებული რუსეთის ქმედებები საქართველოს წინააღმდეგ და ზოგადად შავი ზღვის რეგიონში და ხაზი გაესვა, რომ რუსეთი წარმოადგენს ძირითად გამოწვევას ამ რეგიონში.  

„საქართველოს აქვს ყველა ელემენტი ნატო-წ წევრობისთვის და უკვე მოქმედებს, როგორც წვერი ქყვეყანა, საჭიროსა პოლიპტიკური გადაწყვეტილებს მიღება და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“ - განაცხადა ზალკალიანმა.