ვახტანგ მახარობლიშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

29 ივლისს შედგა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როსარია პულიზისთან.
 
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. აღნიშნა, რომ COVID-19 –ის პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს ნატო-საქართველოს ურთიერთობები დინამიურად ვითარდება და თანამშრომლობა ღრმავდება.  მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს შორის წლის ბოლომდე თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებ.
 
მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათთან გამკვლავების გზებზე.