ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ბასტილიის დაცემის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაში

15.07.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის საელჩოს მიერ ბასტილიის დაცემის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებაში, რომელიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.

ვახტანგ მახარობლიშვილმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ფრანგ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
 
,,დღეს ჩვენ ყველა ერთად ავღნიშნავთ საფრანგეთის ეროვნულ დღეს - ბასტილიის დღეს, რაც მნიშვნელოვანია არა მარტო საფრანგეთისთვის არამედ მთელი მსოფლისოსთვის, რადგან ბასტილიის დღე ბევრი მოძრაობისთვის იქცა შთაგონების წყაროდ. საქართველოსა და საფრანგეთს აკავშირებს მეგობრობა და უპრეცედენტო პარტნიორობა,  რომელიც მზარდი დინამიკით გამოირჩევა. ჩვენი ურთიერთობები დამყარებულია ორმხრივ ნდობაზე, საერთო ფასეულობებსა და ინტერესებზე,'' - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
 
ვახტანგ მახარობლიშვილის შეფასებით, ერთობლივი ძალისხმევით ორ ქვეყანას შორის კავშირები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ,რომ ქვეყნებს შორის არსებობს კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობა. რასაც მოწმობს ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში გამოფენა ქართული მეღვინეობის ტრადიციებისადმი მიძღვნილი გამოფენა,  "საქართველო - მეღვინეობის აკვანი“.
 
ბასტილიის დაცემის დღისადმი მიძღვნილ ეროვნულ დღესასწაულის აღსანიშნავ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.