ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებულ ახლადდანიშნულ არარეზიდენტ ელჩებს უმასპინძლა

12.12.2017 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში აკრედიტებული ახლადდანიშნული 5 ქვეყნის არარეზიდენტ ელჩს უმასპინძლა.

ვახტანგ მახარობლიშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცეს საქართველოში ბოსნია და ჰერცეგოვინის ელჩმა (რეზიდენციით ანკარა) ბაქირ სადოვიჩმა, დანიის სამეფოს ელჩმა (რეზიდენციით კიევი) რუბენ მადსენმა, ჩილეს რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ვარშავა) ხულიო ბრავომ, კუბის რესპუბლიკის ელჩმა (რეზიდენციით ქ. ბაქო) ალფრედო ფიდელ ნიევეს პორტუონდომ და გვატემალას ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა) ლარს ენრიკ პირა პერესმა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ მინისტრის მოადგილემ ინდივიდუალური შეხვედრები გამართა ელჩებთან და მათ წარმატებული საქმიანობა უსურვა საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები.