ვარშავაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა

29.06.2018 ქ.ვარშავა- საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ვარშავის უნივერსიტეტში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის  100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. ექსპოზიცია აღმოსავლეთ ევროპის კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი  სიტყვით მიმართეს პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა და
ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა იან მალიცკიმ. საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიაზე, მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და მის ევროპულ არჩევანზე.

გამოფენა ვარშავის უნივერსიტეტში ევროპის კონფერენციის განმავლობაში იქნება განთავსებული.