ზალკალიანის განცხადებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა პარტნიორი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღების მიმართულებით

13.07.2018 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკლინის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის  საკითხი მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში. ამ კონტექსტში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მიღებულ რეზოლუციას სახელწოდებით „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“.

მინისტრის თქმით აღსანიშნავია ასევე ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც მისი  შინაარსითა და მოცულობით მართლაც უპრეცედენტოა.
 
„რეზოლუციაში საუბარია ყველაფერზე, მათ შორის დეოკუპაციასთან დაკავშირებით,რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არშესრულებასთან მიმართებით, საუბარია ასევესაქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და პოზიტიურად არისშეფასებული ქვეყნის კურსი და რეფორმები, რომელიც ხორციელდება ამ მიმართულებით,ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე არის პირდაპირიგამოხამურება და პირდაპირი დავალება ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ აქტიურადიმუშაონ, რომ მიღებული იქნას შესაბამისი სანქციები, შემზღუდავი ზომები იმ პირთამიმართებაში, რომლებიც არიან ამ სიაში მოხვედრილი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც კენჭი უყარეს მის კანდიდატურას საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში. 
 
დავით ზალკალიანმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის მიმართერთობლივ მიმართვას, რაც მინისტრის თქმით მოუწოდებს აშშ-ს ხელისუფლებას გახსნასშესაძლებლობა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისით. დავით ზალკალიანის შეფასებით აღნიშნული საკითხი აშშ-სთან სტრატეგიულიპარტნიორობის კუთხით, ქვეყნის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იქნება.
 
საგარეო უწყების ხელძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ასევე მიმოიხილა ლიეტუვას სეიმისრეზოლუცია ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრა ირლანდიისპარლამენტის საგარეო საქმეთა, ვაჭრობის და თავდაცვის კომიტეტის რეზოლუციაზე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც საგნობრივი საუბარია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, მხარდაჭერილია საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებები, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის ქმედებები.
 
დავით ზალკალიანის განცხადებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ინდივიდუალურად ყველა ქვეყანასთან საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების მიღებასთან დაკავშირებით.