ზურაბ პოლოლიკაშვილი ანდორის ტურიზმის მინისტრს შეხვდა

ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩი და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არჩეული გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი ანდორას ტურიზმის მინისტრს ფრანჩესკ კამპ ტორესს შეხვდა.  

მან ანდორას მთავრობის სახელით მიულოცა ზურაბ პოლოლიკაშვილს თანამდებობაზე არჩევა და იმედი გამოთქვა რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში გადაიდგმება მრავალი პოზიტიური  ნაბიჯი მსოფლიოს ტურიზმის ინდუსტრიის განსავითარებლად.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორგანიზაციის ფარგლებში ანდორასთან თანამშრომლობის საკითხებს. ზურაბ პოლოლიკაშვილმა ანდორის ტურიზმის მინისტრს გააცნო საკუთარი ხედვები და საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.
 
 ფრანჩესკ კამპ ტორესმა ანდორას სახელით მხარდაჭერა აღუთქვა ზურაბ პოლოლიკაშვილს მის მომავალ საქმიანობაში.