საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს
2016 წლის 1-5 ივლისის, საქართველო ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ მასშტაბური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ღონისძიება თბილისში პირველად გაიმართება.
საპარლამენტო თანამშრომლობის ფორუმზე ეუთოს 57 წევრი ქვეყნიდან 700-ზე მეტ სტუმარს ელოდებიან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის თემაა: „25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.
ვრცლად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის შესახებ