09 დეკემბერი 2019
სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფისის, საქართველოს საპატიო კონსულისა და "ბელგრადის ღვინის სალონის" ორგანიზატორების მიერ მიღწეული შეთანხმებით, საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა ალკოჰოლური სასმელების გამოფენაში, რომელიც 6-7 დეკემბერს ბელგრადში გაიმართა.
9.12.2019 ბელგია - ბელგიაში საქართველოს ელჩმა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელმა, ნატალი საბანაძემ მონაწილეობა მიიღო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამოქალაქო საზოგადოების მე-11 ასამბლეაში.
9.12.2019 ეგვიპტე - ქ. კაიროში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული საღამო-ღვინის დეგუსტაცია გაიმართა სახელწოდებით „Wine and More…”.
06 დეკემბერი 2019
6.12.2019 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან დიასამიძემ შეხვედრა გამართა გერმანიის ფედერალური მიწის ჰესენის ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და განსახლების მინისტრის მოადგილესთან, ფილიპ ნიმერმანთან.
5.12.2019 ჟენევა – საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ შეხვედრა გამართა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან.
6.12.2019 შვეიცარია - ჟენევაში გაეროს ოფისში გაიმართა ადამიანის უფლებათა საბჭოს მეორე სესიათაშორისი შეხვედრა, რომლის მთავარ თემასაც წარმოადგენდა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის კუთხით ათწლეულის განმავლობაში ჩატარებული ქმედებები და მიღებული შედეგები.
6.12.2019 იტალია - ნეაპოლის უნივერსიტეტში "L'Orientale" შალვა ბერიძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში ბ-ნმა კონსტანტინე სურგულაძემ.
05 დეკემბერი 2019
5.11.2019 აზერბაიჯანი - ქ. ბაქოში, მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიაში, სამხატვრო ხელმძღვანელის ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით, გაიმართა აფხაზეთის ა/რ-ის გ. ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო კაპელას სოლო-კონცერტი.
5.12.2019 კატარი - კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის იუსტიციის მინისტრთან ისსა ბინ საად ალ ჯაფალი ალ ნაიმისთან.
5.12.2019 ქ. ბერლინი - გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის – „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი” ერთობლივ ღონისძიებათა სერიის - „ფოკუსი საქართველოზე“ ფარგლებში რიგით მეორე ღონისძიება გაიმართა.
Occupied Territories
European & Euro-Atlantic Integration
Georgia e-VISA portal