საქართველოს ელჩი უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლებს შეხვდა

17.02.2020 უკრაინა - საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან და ლუდმილა მარჩენკოსთან. 


საქართველოს ელჩმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რწმუნებათა სიგელები გადასცა

17.02.2020 ქ. აბუ დაბი - ქ. აბუ დაბიში, პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ, რომელიც გახლავთ საქართველოს პირველი რეზიდენტი ელჩი არაბთა გაერთიანებული საამიროებში, რწმუნებათა სიგელები გადასცა საამიროების ვიცე პრეზიდენტსა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, მის აღ...


ავსტრიაში საქართველოს საელჩომ ფოტოგამოფენა „Georgia on my mind“-ს უმასპინძლა

14.02.2020 ავსტრია - საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოში ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მეკავშირე ოფიცრის, კარლჰაინც (ჩარლი) გორტანოს ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „Georgia on my mind“. ფოტოგამოფენა მისი საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში ქვეყნის თითქმის ყველა კუთხეში მოგზაურობისას აღბეჭდილ შ...


ესტონეთში ჟურნალისტებისთვის ქართული სამზარეულოს მასტერკლასები გაიმართა

14.02.2020 ესტონეთი - ესტონეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესტონეთში კულინარიისა და ტურიზმის მიმართულებით მოღვაწე ჟურნალისტებისათვის ქართული სამზარეულოს მასტერკ...


გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „Conservative Foreign and Commonwealth Council“-ის წევრებს უმასპინძლა

14.02.2020 გაერთიანებული სამეფო - საქართველოს საელჩომ უმასპინძლა გაერთიანებულ სამეფოში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია  „Conservative Foreign and Commonwealth Council“-ის წევრებს, რომელთათვისაც გაიმართა მიღება და პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. საქართველო შერჩეული იქნა ორგანიზაციის მიერ გაერთიანებუ...


საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალთან

11.02.2020 პოლონეთი - საქართველოს ელჩმა პოლონეთში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალთან სტანისლავ კარჩევსკისთან.  


საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

11.02.2020 ბუჟუმბურა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ბურუნდის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პიერ ნკურუსიზას.


საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერალურ მიწას, ზაარლანდს ეწვია

11.02.2020 გერმანია- ქ. მაინის ფრანკფურტში, საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერალურ მიწაზე, ზაარლანდში.


უკრაინაში საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა

10.02.2020 უკრაინა - უკრაინაში, საქართველოს საელჩოში საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია გაიმართა.


ქ. ანკარაში, „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის“ მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი გაიმართა

10.02. 2020 თურქეთი - თურქეთში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობითა და ანკარის პოლიფონიური გუნდის - „Anchorus“ ორგანიზებით, ანკარის ნაზიმ ჰიქმეთის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ჩატარდა „სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის“ მრავალხმიანი კამერული გუნდის კონცერტი, რომლის ფარგლებშიც, გუნდის წ...


 <  1 2 3 4 5 6 7 8 9 10  >