საქართველოს ელჩი ქ. კონსტანცაში საქართველოს საპატიო კონსულს შეხვდა

3.02.2020 რუმინეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ქალაქ კონსტანცას ეწვია და შეხვედრები გამართა ახლადდანიშნულ საქართველოს საპატიო კონსულთან კონსტანცაში,  იანკუ ადრიან სტავროსიტუსა და ქალაქ კონსტანცის მერთან,  დეჩებალ ფეგედეუსთან. 


საქართველოს ელჩმა რუანდის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

3.02.2020 რუანდა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ადის-აბება), ზურაბ დვალიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა რუანდის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პოლ კაგამეს.


საქართველოს ელჩი ბაქოში ნახიჩევანის ა/რ-ის წარმომადგენელს შეხვდა

3.02.2020 აზერბაიჯანი - საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა ქ. ბაქოში ნახიჩევანის ა/რ-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან ბახტიარ ასკეროთან. საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხებს, აგრეთვე ორი მეზობელი ქვეყნის რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს სავაჭრო-ეკონომიკუ...


საქართველოს ელჩის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯონათან ჯანოგლი დააჯილდოვეს

3.02.2020 გაერთიანებული სამეფო - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის, თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივით, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისა და ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგ...


საქართველოს ელჩი ელ სალვადორის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

3.02.2020 - ელ სალვადორში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი , ზურაბ ერისთავი (რეზიდენციით ქ. მეხიკო),  ელ სალვადორის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვიქტორ ლაგო პიზატის შეხვდა.  


საქართველოს ელჩი SICA-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

3.02.2020 სან სალვადორი - სან სალვადორში, ცენტრალური ამერიკის ინტეგრაციის სისტემის (SICA) რეგიონული თანამშრომლობის წლიური პროგრამის საანგარიშო კონფერენცია გაიმართა.


თურქეთში საქართველოს ელჩი და სტამბოლში გენერალური კონსული სტამბოლის მერს შეხვდნენ

3.02.2020 თურქეთი - საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ შეხვედრა გამართეს ქ. სტამბოლის მერთან, ექრემ იმამოღლუსთან. შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ 2016 წელს თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანასა დ...


საქართველოს ელჩს ელ სალვადორის რესპუბლიკის პარლამენტის პრეზიდენტმა უმასპინძლა

3.02.2020  - ელ სალვადორში  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ,ზურაბ ერისთავი  (რეზიდენციით ქ. მეხიკო), ელ სალვადორის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტს მარიო პონსეს შეხვდა და პარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრო.


საქართველოს ელჩი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა

31.01.2020 უკრაინა - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ შეხვედრა გამართა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრთან, არსენ ავაკოვთან.


საქართველოს ელჩი ლატვიის საეიმას წარმომადგენელს შეხვდა

31.01.2020 ლატვია - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში, თეა მაისურაძემ შეხვედრა გამართა ლატვიის საეიმას საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან, რიჰარდს კოლსთან.


 <  3 4 5 6 7 8 9 10 11 12  >