25.05.2017 ყვარელი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის გამართული დიპლომატიური ტური 2017 დასრულდა. ტრადიციული ტურის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებული როგორც რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი ელჩები კახეთის რეგიონს, ყვარელს ეწვივნენ.