ნოემბერი 2018 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაიბადა თბილისში 1975 წლის 27 მარტს.
2008 წ. - საქართველოს საბაჟო აკადემია, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი.
1997-2000 წწ. - ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველო, უფროსი სპეციალისტი, სამმართველოს უფროსი.
2000 წ. - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
2000-2004 წწ. - მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციების სამმართველო, მრჩეველი.
2004-2006 წწ. - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, მრჩეველი
2006-2009 წწ. - საერთაშორისო ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების დეპარტამენტი, მრჩეველი, სამმართველოს უფროსი, დირექტორის მოადგილე.
2009-2010 წწ. - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი, ევროკავშირის პოლიტიკის ანალიზისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი.
2010-2011 წწ. - საქართველოს მუდმივი მისია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, უფროსი მრჩეველი.
2011-2014 წწ. - საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში და საქართველოს მუდმივი მისია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში, უფროსი მრჩეველი. IMO – ში საქართველოს ალტერნატიული წარმომადგენელი.
2014-2015 წწ - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, დირექტორის მოადგილე.
2015-2018 წწ - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტი, დირექტორი
ალექსანდრე ხვთისიაშვილს 2017 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.