Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲕᲘᲖᲘᲢᲘᲗ ᲛᲧᲝᲤი ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗ ᲙᲐᲠᲘᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ (OECS) ᲬᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲔბი სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ

2024 წლის 31 აგვისტოს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს. მინისტრები ადგილზე გაეცნენ ოკუპაციით გამოწვეულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე,  ლაშა დარსალია, რომელმაც მინისტრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა ამ კონტექსტში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობას. 

აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე, გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა  შეხვედრა საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან. დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს აღმასრულებელი და საკანმომდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის მოწვევით, თბილისს პირველი  ოფიციალური ვიზიტით სტუმრობენ აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების -  გრენადის, სენტ-ვინსენტის და გრენადინების, სენტ-კიტსის და ნევისის, სენტ-ლუსიის, ანტიგუა და ბარბუდის საგარეო საქმეთა მინისტრები.

 

ᲡᲐᲥᲐᲠᲗᲕᲔᲚᲝᲨᲘ ᲝᲤᲘᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲕᲘᲖᲘᲢᲘᲗ ᲛᲧᲝᲤი,  ᲐᲦᲛᲝᲡᲐᲕᲚᲔᲗ ᲙᲐᲠᲘᲑᲘᲡ ᲥᲕᲔᲧᲜᲔᲑᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲘᲡ (OECS) ᲬᲔᲕᲠᲘ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲠᲔᲝ ᲡᲐᲥᲛᲔᲗᲐ ᲛᲘᲜᲘᲡᲢᲠᲔბი სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები