2024 წლის 10 სექტემბერს, გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსა და საქართველოში კანადის დანიშნულ ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა), კევინ ჰამილტონს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
შეხვედრის ფარგლებში, ელჩმა კევინ ჰამილტონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
მხარეებმა, დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებისა და კიდევ უფრო გააქტიურების მზადყოფნა.