2025 წლის 8 სექტემბერს, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა, ოლივიე კურტომ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებსა და შესაძლო მიმართულებებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებსა და მეგობრობას.
ზურაბ დარჩიაშვილმა საფრანგეთის ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.