Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ავტრალიის თანამეგობრობაში და ახალ ზელანდიაში საქართველოსა და აღნიშნული ქვეყნების საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

2024 წლის 24 სექტემბერს, ავსტრალის თანამეგობრობაში (ქ. კანბერა) და 27 სექტემბერს, ახალ ზელანდიაში (ქ. ველინგტონი) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აღნიშნული ქვეყნების საგარეო უწყებებს შორის დეპარტამენტების დირექტორების დონეზე ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდები გაიმართა . 

ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს აზიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა, საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა ჩხეიძემ და ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბექა დვალმა. ავსტრალიის საგარეო უწყებას წარმოადგენდნენ შესაბამისი ტერიტორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელები-  ქრის კანანი და ჯეფ ბოუენი. ახალი ზელანდიის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდა ტერიტორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, როდნი ჰარისი.

კონსულტაციის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. საუბრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის, ასევე,თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით. 

ასევე, განხილულ იქნა სამხრეთ კავკასიასა და სამხრეთ აზია- ოკეანეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები. ქართულმა მხარემ ავსტრალიელ და ახალ ზელანდიელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


კონსულტაციის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა გაიმართა ავსტრალიის თანამეგობრობაში წყნარი ოკეანის კუნძულოვანი ქვეყნების მაღალი დონის დიპლომატებთან. ვიზიტის მიმდინარეობისას შეხვედრა შედგა ავსტრალიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანა-თავმჯდომარე, მაიკლ მაკკორმაკთან.


ქ. კანბერაში, ასევე, გაიმართა დელეგაციის შეხვედრა ავსტრალიის სავაჭრო სამრეწველო პალატის ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსთან, კრის ბარნსთან, სადაც ავსტრალიის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოზე.

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები