Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი

ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა კლებას განიცდის. ევროსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ზოგადად 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის მოთხოვნა 56%-ით არის შემცირებული 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების კლების ტენდენცია იმის დასტურია, რომ ქვეყანა უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან დღემდე, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ რეფორმებს წარმატებით ახორციელებს. საქართველოს მიერ აღნიშნული ვალდებულებების წარმატებით შესრულება ასევე აღიარებულია 2023 წლის 18 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ გამოქვეყენებულ, უვიზო რეჟიმის შესახებ რიგით მე-6 ანგარიშში.

საგულისხმოა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა უვიზო მიმოსვლისათვის. 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები