Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსა და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა  

2023 წლის 21 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური და ოფიციალური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ.  საქართველოს მხრიდან, დოკუმენტს ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, პაკისტანის მხრიდან – საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბილალ ჰაიემ. 


ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც საუბარი შეეხო საქართველოსა და პაკისტანს შორის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ორი ქვეყნის კავშირები ნაყოფიერად ვითარდება, რაც აისახება როგორც ორმხრივ ვაჭრობაზე, ისე თანამშრომლობაზე განათლებისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა ისიც, რომ არსებობს ურთიერთობათა შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი, განსაკუთრებით ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.
 

ბატონმა ბილალ ჰაიემ დაადასტურა, რომ პაკისტანი კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და გამოხატა მზაობა, აქტიურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

 

დოკუმენტები

    მსგავსი სიახლეები