16.01.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ამყარებს.