22 იანვარი 2019
22.01.2019 იტალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
22.01.2019 კვიპროსი- კვიპროსის რესპუბლიკაში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში ახალი სასწავლო სემესტრის დაწყების აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
22.01.2019 ბულგარეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბულგარეთის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილმა, ბულგარეთის პრეზიდენტს რუმენ რადევს რწმუნებათა სიგელები გადასცა.
22.01.2019 აზერბაიჯანი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრთან აბულფას გარაევთან.
22.01.2019 შვეიცარია - დავოსის ეკონომიკური ფორუმის ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის შეხვედრა პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ლუის ალბერტო კასტილიონისთან.