30 იანვარი 2019
30.01.2019 დიდი ბრიტანეთი - დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძისა და ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სერ ალან დანკანის შეხვედრა.
25-29 იანვარს, საქართველოს საგარეო უწყების დავით ზალკალიანის ესპანეთის სამეფოში პირველ ვიზიტს ესპანური მედია ფართოდ გამოეხმაურა. ვიზიტი, მის ფარგლებში გამართული შეხვედრები და შედეგები წამყვანმა ესპანურმა ბეჭდურმა მედიამ გააშუქა.
30.01.2019 - კანადის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით რეზოლუცია დაამტკიცა. კომიტეტის რეზოლუციაში, რომელიც უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის აგრესიას (Responding to Russian Aggression Against Ukraine, Moldova an...
30.01.2019 თურქეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელთან, ვოლქან ბოზქირთან.
30.01.2019 იორდანია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში ზაზა კანდელაკმა შეხვედრა გამართა იორდანიის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან მუჰამედ აბუ რუმანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურისა და სპორტის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივ...
30.01.2019 საუდის არაბეთი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, ვახტანგ ჯაოშვილმა შეხვედრა გამართა ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან, აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანისთან.
30.01.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს ვილსონს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები.
30.01.2019 იტალია- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძემ რწმუნებათა სიგელი გადასცა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალურ დირექტორს ჟოზე გრაციანო და სილვას.