01 თებერვალი 2019
01.02.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქმენეთსა და ლიეტუვის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კანდიდატურები წარადგინა.
1.02.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს საქართველოს კანდიდატი გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის თანამდებობაზე, დავ...
1.02.2019 თურქეთი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტთან, სერდარ ჩამთან. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ საკით...
1.02. 2019 სლოვენია- საქართველოს sსაგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა სლოვენიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის „ზედა პალატა“) პრეზიდენტთან, ალოიზ კოვშცასთან .
1.02.2019 ისრაელი- ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა, ქართული დიასპორული ორგანიზაციის საკვირაო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები გადასცა. &...
2019 წლის 1 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
2019 წლის 29 იანვარს ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-6 რაუნდი საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის. ქართულ მხარეს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, ბატონი გრიგორ ტ...
1.02.2019 ქ. თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ვან დერ კლაუს შეხვდა.
1.2.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა "ოლ ნიპპონ ეირვეის"-ის (All Nippon Airways) უფროს ვიცე-პრეზიდენტ აკირა ნაკამურასთან, რომელიც სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში.
1.02.2019 დიდი ბრიტანეთი - დიდ ბრიტანეთში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა დიდ ბრიტანეთში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
31.01.2018 დუბლინი - ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან ჰელენ მაკენთისთან.
01.02.2019 ქ. თბილისი -2019 წლის 1 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა საქართველოში ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან, კაი კაარელსონთან.
01.02.2019 ქ. თბილისი - საჩუქარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ძი იენჩმა პირადად გადასცა პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შალვა მაისურაძეს. ღონისძიება საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჩატარდა.