2.02.2019 შვეიცარია- ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს ახლადდანიშნულმა მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ რწმუნებათა სიგელები წარუდგინა ჟენევაში გაეროს განყოფილების გენერალურ დირექტორს, მიხაელ მიოლერს.