გლობალური პანდემიის პირობებში საგარეო საქმეთა სამინისტრო 24-საათიან რეჟიმში ზრუნავდა საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების რეალიზაციაზე დავით ზალკალიანი

29 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საგარეო უწყების მიერ გაწეული სამუშაოს შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. წლის ანგარიშის წარდგენისას მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პანდემიით გამოწვეულ კრიზისზე.


ზალკალიანი: დღეს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემა ძალიან მაღალ დონეზე დგას ყველა საერთაშორისო ფორმატში

29 დეკემბერს გამართულ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით მიღწეულ შედეგებსა, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


დავით ზალკალიანი: „უპირველესი ორიენტირი უნდა იყოს მთავრობის მიერ გაცხადებული მიზანი, ევროკავშირში წევრობის განაცხადის მომზადება 2024 წლისათვის“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.


დავით ზალკალიანის თქმით, მნიშნელოვანია ინტენსიური მუშაობა აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან, რათა კიდევ გაძლიერდეს აშშ-ს ჩართულობა, საქართველოს თავდაცვისა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში

2020 წლის 29 დეკემბერს გამართულ წლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით 2020 წელს მიღებულ შედეგებს გაუსვა ხაზი.


დიასპორას უდიდესი პოტენციალი გააჩნია ქვეყნის განვითარების კუთხით - ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წლიური ანგარიში წარადგინა და საქართველოს კულტურული, ეკონომიკური, სამეცნიერო და განათლების სფეროების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიის განხორციელებაში დიასპორის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მან ასევე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე...


საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების დანიშვნა ქვეყნის წარმატების გარანტიაა - ზალკალიანი

სამინისტროს მუშაობის წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას, დავით ზალკალიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კანდიდატურების მხარდაჭერის  მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ მიმართულებით, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა. 


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678