27 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 7,988

2020 წლის 27 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 15,393 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,988 მოქალაქე.


დღეს, 27 აპრილს, განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი, ვარშავა-თბილისის მიმართულებით

საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს, დღეს გეგმიური რეისების ფარგლებში შესრულდება ფრენა ვარშავა-თბილისის მიმართულებით.


დავით ზალკალიანი კორეის რესპუბლიკას პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორეის რესპუბლიკას COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლაში დროული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს, „მადლობას ვუხდი კორეის რესპუბლიკისი საგარეო საქმეთა მინისტრს, კანგ კუნგ- ვას საქართველოსთვის...


დავით ზალკალიანსა და ესტონელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

27 აპრილს, ესტონეთის მხარის ინიციატივით, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ურმას რეინსალუსთან.


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678