28 აპრილის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 16,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 8,372

2020 წლის 28 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 16,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 8,372 მოქალაქე.


​დღეს სკანდინავიის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

მიმდინარე წლის 28 აპრილს, დანიის სამეფოდან  კოპენჰაგენი-თბილისის მიმართულებით რეისს შეასრულებს ავიაკომპანია  “Georgian Airways”,  რომელიც დანიაში და სკანდინავიის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სამშობლოში დააბრუნებს. 


დავით ზალკალიანსა და უენდი მორტონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

2020 წლის 28 აპრილს, ბრიტანული მხარის ინიციატივით, შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის სატელეფონო საუბარი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან უენდი მორტონთან.  


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678