13 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20,218 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 10,780

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,218 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 10,780 მოქალაქე. 


საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, აგრძელებს უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების დახმარებას, მათ შორის მათთვის კორონავირუსთან დაკავსირებულ საკითხებზე ონლაინ კონსულტაციების უზრუნველყოფას.

2020 წლის 14 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ “Facebook“ გვერდზე თბილისიდან განხორციელდება ექიმ ინფექციონისტების, მარიამ ჭყონიას და ნინო ტავლალაშვილის პირდაპირი ჩართვა, რომლებიც 1 საათის განმავლობაში ისაუბრებენ კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებზე და უპასუხებენ უცხოე...


​ლაშა დარსალიამ ონლაინ შეხვედრა გამართა სკანდინავიის ქვეყნების ელჩებთან

2020 წლის 13 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის ელჩთან, ჰელენე სანდ ანდრესენთან და შვედეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ერიკა ილესთან. 


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678