საქართველომ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საბერძნეთს გადააბარა- საქართველოს თავმჯდომარეობის მიმოხილვა

2020 წლის 15 მაისს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში, ვიდეო კონფერენციის ფორმატში,  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც  საქართველომ საბერძნეთს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ოფიციალურად გადააბარა.


15 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 11,046

2020 წლის 15 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,302 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 11,046 მოქალაქე. 


საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან განხორციელდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება ჩარტერული რეისი ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.


​საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის მიმდინარე საკითხები და  ისაუბრეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე. 


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებს შეხვდა

15 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ ქნირშსა და საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, დიეგო კოლას შეხვდა.


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678