საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი პრაღიდან განხორციელდება

აღნიშნული რეისით ისარგებლებენ ჩვენი თანამემამულეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან: ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ავსტრიიდან. მგზავრთა შორის არიან სტუდენტები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოპაციენტები და კორონავირუსის გავრცელების შედეგად თავშესაფრის გარეშე დარჩენილი პირები.


2 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 18,306 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 9,396

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ფარგლებში დღეს შესრულდა ვენა-თბილისის რეისი, რომლითაც საქართველოში ჩამოვიდა 109 მოქალაქე. 2020 წლის 2 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18,306 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდი...


საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცეგოვინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს დიპლომატიური მისიების ძალისხმევით ბოსნია და ჰერცეგოვინაში, კორონავირუსის გავრცელების გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. საქართველოს 5 მოქალაქე ქ.გრუდეში იმყოფებოდა, საიდანაც, ბოსნია და ჰერცეგოვინას მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას.


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678