საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ათენიდან განხორციელდება

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, დღეს შესრულდება მორიგი ჩარტერული რეისი საბერძნეთიდან.


20 მაისის მონაცემებით ადგილზე დახმარება გაეწია უცხოეთში მყოფ 20,957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 12,192

2020 წლის 20 მაისის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 20,957 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12,192 მოქალაქე.


საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების ფონზე, რომელმაც განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროგრამის „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ ფარგლებში იწყებს საგრანტო პროექტს.


ლაშა დარსალიას ონლაინ შეხვედრა საქართველოში იტალიის ელჩთან

2020 წლის 20 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა საქართველოში იტალიის ელჩთან, ენრიკო ვალვოსთან. 


ლაშა დარსალიას ონლაინ შეხვედრა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან

2020 წლის 19 მაისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ონლაინ შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ჯასთინ მაქენზი სმითთან. 


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678