13 ივნისი 2020
2020 წლის 12 ივნისს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იეპე კოფოდს შორის. საუბარი ძირითადად ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის თემებს დაეთმო.