17 ივნისი 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედ თავმჯდომარესთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან, მილტიადის ვარვიციოტისთან.
2020 წლის 17 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან, მარეკ შჩიგელთან, ონლაინ შეხვედრა გამართა.
17 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მიიღო გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ კნირში, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოადგილე ბენჯამინ ლაკოკი.