2020 წლის 1 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლოს საკითხებზე ევროკომისარ ოლივერ ვარჰელისთან შეხვედრაში, რომელიც ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში გაიმართა.