15 სექტემბერი 2020
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდმა საქართველოს პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გლობალური პანდემიის დროს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დახმარების მიზნით სახელწმიფოს მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა.
2020 წლის 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან.
2020 წლის 15 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა თანათავმჯდომარეებთან ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს მხრიდან. შეხვედრას ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაცი...