2020 წლის 25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შვედეთის მიერ ინიცირებული არაფორმალური მეგობართა ჯგუფის - “მეგობრები დემოკრატიის დასაცავად” საინაუგურაციო ვირტუალურ შეხვედრაში.