05 თებერვალი 2021
2021 წლის 4 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეხვედრა გამართა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, მარეკ ჩშიგელთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული გადაწყვეტილების გამო, 12 წელზე მეტი ვადით გაახანგრძლივონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ზაზა გახელაძის პატიმრობა.
2021 წლის, 4 თებერვალს, კორეის რესპუბლიკაში, ქ. სეულში, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძისთვის 12 -წლიანი სასჯელის დაკისრებაზე ისაუბრა და ამ ნაბიჯს რუსეთის პროვოკაცია და ჰიბრიდული ომის ნაწილი უწოდა.
„მინდა ოჯახს და მთელ საზოგადოებას ვუთხრა - საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას. გადადგმული იქნება ყველა ნაბიჯი რათა რაც შეიძლება მოკლე დროში დასრულდეს ეს პროვოკაციები და ჩვენი მოქალაქეები, მათ შორის ზაზა გახელაძე დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშ...