საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით მოლდოვას ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 2022 წლის 24 ნოემბერს ვიზიტით მოლდოვას რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს მოლდოვას რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 


თეიმურაზ ჯანჯალიამ მონაწილეობა მიიღო ტალინის მე-8 ყოველწლიურ კონფერენციაში - „ევროკავშირის გაფართოება და აღმოსავლეთის პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა“

​2022 წლის 23 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ, მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი მიძღვნილ, ტალინის მე-8 ყოველწლიურ კონფერენციაში  - „ევროკავშირის გაფართოება და აღმოსავლეთის პარტნიორობა: ევროპის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა“. ღონისძიებაში მონაწილება ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდა

„ევროკავშირის წევრობა საქართველოსა და მოლდოვას ცივილიზაციური არჩევანია. ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ქვეყნებისთვის ფორმალურად  ევროკავშირის კარი გააღო და, შედეგად,  ჩვენ გადავინაცვლეთ გაფართოების პაკეტში. კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენ მიერ იმ დიდი პ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქ.კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა

მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.


„რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა

2022 წლის 23-24 ნოემბერს, ქ. ჟენევაში, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა განიხილა „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, საქართველოს მიერ წარდგენილი სახელმწიფო ანგარიში, რომელიც მომზადდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით.


მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნატალია გავრილიცას შეხვდა

მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის კარგი დინამიკა,  რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის კავშირების შემდგომ გამყარებასა და გაღრმავებას.


ილია დარჩიაშვილი მოლდოვას პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქ. კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, იგორ გროსუს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხები საქართველო-მოლდოვას ორმხრივი ურთიერთობა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი, ამ პროცესში მჭიდრო კოორდინაცია და არსებული გამოწვევები იყო.


თეიმურაზ ჯანჯალია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

2022 წლის 24 ნოემბერს, ესტონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, თეიმურაზ ჯანჯალიას შეხვედრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კილიკე სილასტე-ელინგთან.


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678