30 ნოემბერი 2022
ქართული მხარისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს ბუქარესტის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობა. ბუქარესტის შეხვედრა არის ნატო-საქართველოს შორის მიმდინარე მაღალი დონის პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის გაგრძელება, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით.
ქ. ბუქარესტში მიმდინარე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბოსნია და ჰერცოგოვინის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ბისერა ტურკოვიჩს შეხვდა.