დღეს, ეუთო-ს 29-ე მინისტერიალის ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება. განცხადებაში აღნიშნულია მეგობართა ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.