საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ნატო-ს მადრიდის სამიტთან დაკავშირებით

საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ნატო-ს მადრიდის სამიტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, როგორც პრაქტიკულ ასევე პოლიტიკურ განზომილებაში.


ნატოს მადრიდის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ტანია ფაიონს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მხარეები მიესალმნენ  საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და ევროინ...


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, მადრიდში მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრთან რანკო კრივოკაპიჩთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს  ქვეყნებს შორის არსებული დღის წესრიგის მნიშვნელოვან ასპექტებზე. მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, როგორც საქართველოსა და მონტენეგროს საერთო მიზანს და მიესალმნენ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.


ნატო-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ნორვეგიელ კოლეგას, ანიკენ ჰუდფელდტს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი. მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემოს შესახებ და ხაზი გაუსვეს საქართველოს, როგორც ნატო-ს სანდო პარტნიორის როლს, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით.


ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა.

ნატოს მადრიდის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს ვოპკე ჰუკსტრას შეხვდა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგო...


დეკემბერი 2022
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678